LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნერვიულობს, რომ ჰყავს 11 წლის შვილი, რომელსაც მარტო ზრდის, და მამა მუშაობს“ – ქალი, რომელმაც სპეცრაზმის კორდონი გაარღვია იზოლატორში რჩება

1125
BeFunky-collage (42)

ნანა ტომარაძე, ყველასთვის ცნობილი ქალი, რომელმაც გუშინ აქციაზე სპეცრაზმელების კორდონი გაარღვია ამ დრომდე ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.

ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დაკავებული მოინახულა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ.

როგორც ის „პუბლიკასთან“ ამბობს, ნანა ტომარაძე სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობაზე არ მიუთითებს.

„ზოგადად, კადრები რაც არის, რომ შეათრიეს, მაგის შემდეგ რაღაც ცოტა თმაზეც მოკიდეს, მაგრამ თვითონ აფიქსირებს, რომ მის მიმართ ძალადობა არ განხორციელებულა. ერთადერთი იყო ის, ეს ცოტა კანონთან კონფლიქტში მოდის, უღებდნენ და სხვადასხვა კითხვებს უსვამდნენ და ეს არის კანონთან კონფლიქტში, სამწუხაროდ, უბრალოდ იმდენად აღელვებული ვიყავიო რა კითხვებს მისვამდნენო, რა უნდოდათ და რატომ მიღებდნენო ეგ საერთოდ არ ახსოვს. ვერ გაიხსენა დღეს. ნერვიულობს, რომ ჰყავს 11 წლის შვილი, რომელსაც მარტო ზრდის, და მამა მუშაობს და ამაზე იყო ანერვიულებული რომ მარტო როგორ უნდა იყოს და ასე შემდეგ. […] ბავშვზე ღელავდა, რომ მარტო ხომ არ იყო“, – თქვა ლაშა ტყეშელაძემ.

ადვოკატის თქმით, რაც შეეხება ქმედებას, დაკავებული ამბობს, რომ ჰქონდა ძალიან ბევრი მიზეზი და ამ თემაზე ალბათ მაშინ ისაუბრებს, როცა იზოლატორს დატოვებს.

უფლებადამცველის ცნობითვე, დაკავებულის სასამართლო პროცესი არ ჩანიშნულა. დაკავებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ ქალი იზოლატორს დატოვებს.

მთავარი ფოტო: NIkoloz Urushadze PH

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g