LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „მოვა დრო, დიდ სტატუსს დავწერ ალეკო ელისაშვილზე, ახლა სიტყვაზე მენდეთ, ძალიან მაგარი ბიჭია! ალეკო, მადლობა ყველაფრისთვის!“

1487
ნანუკა ჟორჟოლიანი, ალეკო ელისაშვილი

„მოვა დრო, დიდ სტატუსს დავწერ ალეკო ელისაშვილზე, ახლა სიტყვაზე მენდეთ, ძალიან მაგარი ბიჭია! ალეკო, მადლობა ყველაფრისთვის!“, – წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად დაკავებულ პირებს სოლიდარობას უცხადებს.

„მადლობა ზვიად ცეცხლაძეს, დაფიონის ლიდერს, რომლისთვისაც სამშობლოა მთავარი!

ენმ-ის ახალგაზრდულის ბიჭებს, რომლებსაც მოლოტოვები ჩაუდეს!!

სოლიდარობა ყველა დაკავებულს! ბიჭებს , რომლებსაც თავგანწირვისთვის დევნიან!

მადლობა ყველა პატრიოტს! ვისთვისაც ეს ქვეყანა ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ ამ ქვეყანაზე“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ადვოკატი: „დაკავებისას ალეკო ელისაშვილის მიმართ განხორციელდა სერიოზული ძალადობა – ცემის ფაქტსაც ჰქონდა ადგილი, სახეზე აქვს დაზიანებები, ჩალურჯებები, სისხლჩაქცევები, შესაძლოა, ნეკნი მოტეხილი ჰქონდეს“

ცნობისთვის, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ფაქტზეა დაკავებული.

არსებული ინფორმაციით, ელისაშვილის დაკავება „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას უკავშირდება.

„ვიფიქრე, ხომ არ გააფრინა-მეთქი, „რა დღეში ხარ ბიჭო“-თქო, მითხრა: შენ გეუბნები, შენი დედაო, უცბად დამარტყა“ – რას ჰყვება ალი ბაბაევი, რომელიც ალეკო ელისაშვილს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ელისაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაკავებული, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ დევნას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g