LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნური „ცხვირი” დაზიანებული ხილისა და გაფუჭებული ხორცის აღმოსაჩენად – მეცნიერებმა ინოვაციური ტექნოლოგია შექმნეს, რომლის გამოყენება დაავადებების დიაგნოსტირებისთვის იგეგმება

109
ხელოვნური ცხვირი

ნორვეგიის ლაბორატორიაში მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური „ცხვირი”, რომელსაც შეუძლია გაფუჭებული საკვების ამოცნობა და ახლა მისი გამოყენება დაავადებების დასადგენად იგეგმება.

ახალი ტექნოლოგია, რომელიც ადამიანების სუნის შეგრძნებით არის შთაგონებული, საშუალებას გვაძლევს ამოვიცნოთ დაავადებები, მავნე აირები და გაფუჭებული საკვები.

როგორ მუშაობს ხელოვნური „ცხვირი”?

ხელოვნური ცხვირი იყენებს ანტენებს, რომლებსაც მკვლევრებმა სენსორული ფუნქცია მიანიჭეს, რამაც მეცნიერების თქმით ხელი შეუწყო ფინანსური ხარჯებისა და ენერგიის გამოყენების შემცირებას.

ანტენა სხვადასხვა სიხშირეზე გამოსცემს რადიოსიგნალებს, აირების არსებობა კი უნიკალურ სიგნალებს ქმნის, რაც ხელს უწყობს ორგანული ნაერთების ამოცნობას. დატესტვის შედეგად კი სენსორმა აირების ამოცნობის 96.7%-იანი სიზუსტე აჩვენა. მას შეუძლია რთული ნაერთების – ე.წ. იზომერების ამოცნობაც, რაც აქამდე რთული ამოცანა იყო.

ტექნოლოგია უკვე ტესტირებულია დაზიანებულ ხილსა და ხორცზე, ხოლო მომავალში, ალგორითმების დახვეწით, შესაძლოა, დაავადებების დიაგნოსტიკაც გახდეს შესაძლებელი.

„ამ ტექნოლოგიას აქვს უნიკალური პოტენციალი“ – აცხადებენ მეცნიერები.

მეცნიერების მიერ შექმნილი სისხლის ახალი ტესტი, რომელიც თავის ტვინის კიბოს უმოკლეს დროში აფიქსირებს – როგორ შექმნეს მეცნიერებმა უნიკალური ტესტი, რომლის ღირებულებაც მხოლოდ 2 დოლარია

მეცნიერები ამბობენ, რომ აღნიშნული უახლესი მეთოდი საუკეთესოა და გლიობლასტომის ყველა ამჟამინდელ ტესტს და მარკერს გაუმჯობესებული სიზუსტით სჯობნის. 

მომზადებულია: partner.sciencenorway.no – ს მიხედვით.

ვიდეო: „Kengoro“ – ახალი ჰუმანოიდი ბიჭი რობოტი, რომელიც სპორტულ ვარჯიშებს ასრულებს

ვიდეო: ჰუმანოიდი რობოტი თავის რობოტ ძაღლს პარკში ასეირნებს – სად დაფიქსირდა სიურრეალისტური კადრები, რომელიც სოცქსელში ვირუსულად გავრცელდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები