LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: „პროტესტი საქართველოში“ ხდება „ტერორი საქართველოში“, დაიწყო თვითნებური დაპატიმრებები, საზოგადო მოღვაწეებს, მხატვრებს, მუსიკოსებს და პოლიტიკოსებს აპატიმრებენ“

136
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში, ბოლო დღეების განმავლობაში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების დაკავებების სერიას ეხმაურება.

სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ მიმართვაში სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ამ ადამიანებს აკავებენ ერთადერთი – აქციებზე დგომის მიზეზით.

„პროტესტი საქართველოში“ ხდება „ტერორი საქართველოში. დაიწყო თვითნებური დაკავებები. საზოგადო მოღვაწეებს, მხატვრებს, მუსიკოსებს და პოლიტიკოსებს აპატიმრებენ არანაირი სხვა მიზეზით, გარდა იმისა, რომ ისინი აქციებზე დააფიქსირეს. ბრალდებული ტერორიზმში, პოტენციური სასჯელი – 9 წელი!“- წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g