„მთავარი არხის“ ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ის სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება.