„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი ჰყვება, რომ პირს, რომელიც ოპერატორს თავზე ორი ფეხით ახტება, ბავშვობიდან იცნობს.
ქეთას ვიდეო-მიმართვას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
როგორც ციცქიშვილი ვიდეოში აღნიშნავს, ეთერში მის შესახებ ყველაფრის მოყოლას აპირებენ.
„ოპერატორს თავზე ორი ფეხით ვინც ახტება, ბავშვობიდან ვიცნობ, ჩემდა სამწუხაროდ.
მრცხვენია იმიტომ, რომ ჩემი სკოლელი იყო, მერე 53-ე სკოლაში გადავიდა.
ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი იცნობს ამ ადამიანს. ჩემი ბავშვობის უახლოესი მეგობარია მისი ოჯახის წევრი, მისი ბიძაშვილის ცოლი…
ყველაფერს ვიტყვი, საერთოდ აღარანაირი ზღვარი აღარ არსებობს,“ – ამბობს ქეთა ციცქიშვილი.
ვიდეო: „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს თავს დაესხნენ – კადრები ადგილიდან
