LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ვუხდი ბოდიშს აქციაზე ნაცემი ადამიანების ოჯახებს.. მე დღეს მშურს ამ ახალგაზრდების, იმ ნაცემი, დალეწილი ხალხის, რომ აქვთ ამ ყველაფრის გაძლების უნარი და მომავლის იმედი“ – აჩი არველაძე

213
Screenshot 2024-12-08 213748

„არ ვიცი რანაირად უნდა დავალაგო აზრი ისე, რომ ამას მოვუძებნო პასუხი“, – ამის შესახებ აჩი არველაძემ განაცხადა, რომელიც ამ წუთებში აქციაზე იმყოფება.

როგორც ის ამბობს, რომ ბოდიშს უხდის აქციაზე დაშავებული ყველა ადამიანის ოჯახს.

„არ ვიცი რა ვთქვა.. ერთადერთი რაც შემიძლია, მე ბოდიშს ვუხდი აქციაზე ნაცემი ადამიანების ოჯახებს.

ამ ქალაქში დავიბადე, 52 წლის ვარ და მგონია, რომ რაღაცას მივაღწიე. 26 წლის წინ 16-17 წლის ვიყავი და აპრილის აქციებზე დავდიოდი და არ მეშინოდა არაფრის. იმაზე ვგიჟდები, რომ ახლა მეშინია. და კიდევ, მეგონა, რომ არასოდეს არაფრის არ შემშურდებოდა. ისე ჩაიარა 52-მა წელმა, რომ არავის არ შემშურდებოდა. დღეს კი ამ ახალგაზრდების მშურს, ამ ხალხის, იმ ნაცემი, დალეწილი ხალხის მშურს, რომ აქვთ ამ ყველაფრის გაძლების უნარი და იმის იმედი, რომ ეს ქვეყანა როდესმე მაინც დალაგდება“, – თქვა აჩი არველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g