„მე ვუხდი ბოდიშს აქციაზე ნაცემი ადამიანების ოჯახებს… მე დღეს მშურს ამ ახალგაზრდების, იმ ნაცემი, დალეწილი ხალხის, რომ აქვთ ამ ყველაფრის გაძლების უნარი და მომავლის იმედი“, განაცხადა ცნობილმა ფეხბურთელმა, აჩი არველაძემ, რომელიც რუსთაველზე აქციაზე ჩაწერეს.
მის ამ ინტერვიუს აზიარებს მომღერალი ნატალია ქუთათელაძე და აღნიშნავს:
„აჩი და მთელი მისი ოჯახი ყოველთვის გამოირჩეოდნენ ყველაზე მთავარი თვისებით, ადამიანობით და გულწრფელობით. იუმორზე აღარაფერს ვიტყვი! რა სევდიანია და როგორი ადამიანური მისი დამოკიდებულება.
მადლობა…“
ვიდეო: ნინო კირთაძე: „სრულ შოკშია მთელი ქართული ემიგრაცია… არ არის გასაკვირი ჩემთვის, რომ ერთ-ერთ სამიზნედ ამ რეჟიმმა ამოიღო ჩვეულებრივი ახალგაზრდები…“
„რომ ძალადობით ვერ შეაჩერებ თავისუფლების წყურვილს ქართველთა…რომ უტიფრობა მასვე ჩაძირავს, ვინც რუსთა ჭაობში ცდილობს კვლავ ჩვენს დაბრუნებას“ – ნიაზ დიასამიძე
ლანა ღოღობერიძე: „ყოველწუთიერად ვნანობ, რომ არ ვარ 70-ის ან თუნდაც 80-ის და ამიტომ ვერ ვდგავარ თქვენ გვერდით, განსაკუთრებით, იმ გრძელთმიანი ბიჭის გვერდით, რომელსაც ასფალტზე დავარდნილს, ის რობოკოპები თავში ფეხს ურტყამდნენ! ეს კადრი კიდევ ერთ სიმბოლოდ დარჩება ჩვენს სისხლიან ისტორიას“