LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამდენი გამიელვებს, რომ რამემ შემაშინა, იმდენი ჩემი ძმის ხმა ჩამესმის. პატარა ჩვევა მაქვს, თვალს დავხუჭავ, წარმოვიდგენ რომ მეხუტება“ – ნატა პეტრიაშვილი გარდაცვლილ ძმას ემოციურ სტატუსს უძღვნის

657
ნატა პეტრიაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი, ალექსი [ბუკა] პეტრიაშვილი, შვილის, ნატა პეტრიაშვილის სტატუსს, რომელიც მის გარდაცვლილ ძმას, შოთიკო პეტრიაშვილს ეხება, სოციალურ ქსელში აზიარებს და წერს, რომ „რა თქმა უნდა შვილები გვჯობნიან!

„ჩემი ბუკიტა ნატა! რა თქმა უნდა შვილები გვჯობნიან! წაიკითხეთ! გუშინ მთელი დღე შეხვედრები მქონდა და ახლაც შეხვედრაზე მყოფმა წავიკითხე ეს სტატუსი! მადლობა მა, იცოდე რომ კიდევ უფრო გამაძლიერე!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.

ნატა პეტრიაშვილი კი, გარდაცვლილ ძმას იხსენებს და წერს:

„რაც უფრო ბევრ ღამეს ვატარებთ ყინვასა და სტრესში, მით უფრო მიჭირს მეორე დღეს ლოგინიდან ადგომა. რთული მისახვედრი არაა, რომ ისედაც არ ვდგებოდი დიდი ხალისით, მაგრამ ავტომატურ რეჟიმში ვაგრძელებ ცხოვრებას – აქციებამდეც და ახლაც.

რამდენი გამიელვებს, რომ რამემ შემაშინა, იმდენი ჩემი ძმის ხმა ჩამესმის. პატარა ჩვევა მაქვს, თვალს დავხუჭავ და წარმოვიდგენ რომ მეხუტება და ეგაა.

„მხიარულიც, ბავშვურიც, ძმაკაცურიც, სპორტულიც, დიჯეურიც, აქტიურიც, მოსიყვარულეც და სიმპათიურიც – და სულ შოთიკო პეტრიაშვილი“ – ბუკა პეტრიაშვილი შვილის კადრებს გვიზიარებს

იმის უფრო ნაკლებად მეშინია, რომ მე მცემონ ან მე დამიჭირონ. მთლად ეგეთი უშიშარი კი არ ვარ, ისეთებს ჰყვება ხალხი, ეგეთი არაჰუმანურობის ყველას უნდა გვეშინოდეს, მაგრამ ფიზიკურ ტკივილზე ბევრად დიდი ტკივილით ვდგავართ აქციაზე და მაგაზე უარესი არაფერი მესახება. ასე რომ დიდად ჩემთვის არ ვშიშობ.

უფრო იმის მეშინია, რომ ჩემს ოჯახს ვერ დავიცავ, ჩემი ძმის მეგობრებს ვერ დავიცავ, ჩემს სხვა მეგობრებს, მათ ოჯახებს, უცხოებს, ვისაც ახლობლებად ვთვლი, რადგან რუსთაველზე ერთად ვცხოვრობთ.

ამ ყველაფერზე მეტად კი ქვეყნის დაკარგვის მეშინია. ჩემთვის კი არა, ჩემი ძმისთვის. დღეს სადაც იდგებოდა და რისთვისაც იდგებოდა, მანდ მე პირადად დამარცხების უფლება არ მაქვს და ვთვლი, რომ ვისაც შო უყვარს, იგივე აზრზე უნდა იყოს.

თუ არ ხართ, ასე შევხედოთ: იმ 300-ზე მეტი ნაწამებ და დაჭერილ ადამიანს შორის შეიძლება შოც ყოფილიყო, სხვანაირად რომ წასულიყო დღეს ჩვენი ცხოვრება. შო რომ იმ საწამლავ გაზში მდგარიყო, ან ვინმეს თითი დაეკარებინა, მაგასაც დაუჭერდით ახლა მხარს.

შო შეიძლება ფიზიკურად არ დგას, მაგრამ ისე ხო აქაა?! ჩემთან და ჩემს ოჯახთან ერთადაა, მის მეგობრებთან ერთადაა, სწორ მხარესაა.

ბუკა პეტრიაშვილი: „მე ვგლოვობ შვილს, მაგრამ არასდროს, არასდროს, არასდროს დავნებდები, რომ მერე ვიგლოვო სამშობლოც! ვიბრძოლოთ ყველა ფრონტზე!“

შეიძლება აქციაზე ვერ დადგე, შეიძლება სოციალურ მედიაშიც არაფერი დაწერო, რა ვიცი, მაგაზე მე ვერ განგსჯით, მაგრამ ბავშვების თავისივე სისხლის გუბეში წიხლებით ცემას, მათი თავებით ფეხბურთის თამაშს, ჟურნალისტების თავზე ხტუნაობასა და სახლში შევარდნებს და დაშინებებს მაინც ნუ უპოვით გამართლებას.

რამდენი ადამიანის ისტორია წავიკითხე, გავსკდი ტირილით, ბრაზი მახრჩობს, გავდივარ აქციაზე და ვითომ ფეიერვერკის გამო ისევ იგივეს გვიწყობენ. რაც ყველაზე საწყენია, დღითი დღე უფრო ვამჩნევ მდუმარე ხალხში შეგუებას.

პირველ ინსტინქტს მიჰყევით – იმას, რომელზეც ძალიან სწორად აფსიხდით, ეს რა ცხოველობააო – და არა დანარჩენ თავის დაბრმავების ტაქტიკებს. ცოტა ხანში ძალიან შეგრცხვებათ და მერე ძალიან გვიანი იქნება.

„ბუკას გაუმარჯოს! საკუთარი ჰუდით ყველა აქციაზე რომ მოჰყავს შოთი… დარდიან, მაგრამ მებრძოლ მამას გაუმარჯოს“ – რა კადრებს ავრცელებს ცირა ელისაშვილი

წავედი ახლა ავეწყობი ისევ ადამიანად, ტვინით ჩავიკრავ ჩემ ძმას გულში და დავდგები ისევ სადაც ვდგავართ მშვიდობიანი, თავისუფალი და ქართველი ხალხი.“ – წერს ნატა პეტრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ალექსი პეტრიაშვილის შვილი, შოთიკო პეტრიაშვილი ტრაგიკულად 12 ოქტომბერს გარდაიცვალა.

ჩემი ბუკიტა ნატა! რა თქმა უნდა შვილები გვჯობნიან! წაიკითხეთ! გუშინ მთელი დღე შეხვედრები მქონდა და ახლაც შეხვედრაზე მყოფმა წავიკითხე ეს სტატუსი! მადლობა მა ❤️❤️❤️ იცოდე რომ კიდევ უფრო გამაძლიერე!

Posted by Buka Petriashvili on Monday 9 December 2024
magti 5g