ბელგიის სამეფოს ქალაქ გენტში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით, გამოფენაზე „HORECA EXPO“, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.
„HORECA EXPO“ სასტუმრო, რესტორნების და კაფეების ინდუსტრის უდიდესი გამოფენაა, რომელიც ასევე მოიცავს ვორქშოპებს, კულინარიის კონკურსებს და სემინარებს.
„HORECA EXPO“-ს ტრადიციულად ათეულ ათასობით ადამიანი ესწრება.
ქართული ღვინო წარდგენილი იყო გამოფენის „Chef’s Place“ ნაწილში, სადაც თავს იყრიან ტოპ შეფები, სომელიეები, ბლოგერები და ჟურნალისტები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი სამი კომპანიის 10-მდე ღვინო.