LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეცვლიან თუ არა ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები ახალი წლის დღეებში სამუშაო განრიგს

25

თბილისის მიკროავტობუსები ახალი წლის დღეებში ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.

როგორც „ფორტუნას“ „თბილისის მიკროავტობუსში“ განუცხადეს, 31 დეკემბერს და 1 და 2 იანვარს ე.წ „ყვითელი მარშუტკები“ ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.

„ჯერჯერობით ეს ინფორმაცია გვაქვს. თითოეულ სამარშრუტო ხაზს მგზავრთა ნაკადის გათვალისწინებით საკუთარი სამუშაო განრიგი აქვს. ზოგი მათგანი 6 საათზე იწყებს მუშაობას, ზოგი 06:30 საათზე და ა.შ. ასევეა სამუშაოს დასრულების დროც,“ – აღნიშნეს „თბილისის მიკროავტობუსში“.

1 და 2 იანვარს ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტიც.

რაც შეეხება 31 დეკემბრის ღამეს, მუნიციპალური ტრანსპორტი ღამის განმავლობაში უფასოდ იმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები