ყველის მკვლევრის, ანა მიქაძე-ჩიკვაიძის ცხოვრებაში ცნობიერებისთვის რთულად აღსაქმელი ამბები არც თუ ისე იშვიათად ხდება. ამის შესახებ ის ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება:
„დღეს ადამიანს რომ შევხედავ, ზუსტად ვიცი, მას რა მოუვა. ზოგჯერ ჩემს თავს ვეწინააღმდეგები, ყოველთვის ხომ არ გამართლდება ჩემი შეგრძნებები-მეთქი, მაგრამ გამორიცხულია, ზუსტად ისე არ მოხდეს, როგორც ვგრძნობდი და ჩემი წინათგრძნობა არ გამართლდეს. სიზმრებიც მაქვს. მაგალითად, ჩემი თანაკლასელი გოგონა ჩაცხრილეს მანქანაში. წინა დღით მესიზმრა, რომ მისი სახლის სახურავი ახდილი იყო, მეორე დღეს თავის ქალა ახადეს ტყვიით. ასეთი სიზმარი იმდენად ბევრია, ვერც მოვყვები. ხანდახან ღმერთს ვთხოვ, საერთოდ არაფერი დამესიზმროს. მეშინია ჩემი სიზმრების. თუ ვინმეს გაფრთხილება შემიძლია, ძალიან ფრთხილად ვეუბნები, რა არ უნდა გააკეთოს, იმას არ ვეტყვი, რომ სიზმარში ვნახე რამე ცუდი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სიზმარას მეძახიან…“