LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ბიჭები დაბრუნდებიან და მკლავებგადაშლილი ჩაიკრავს სამშობლო თბილ გულში…” ბრძოლა გრძელდება ჩვენი უმაგრესი თაობის გასათავისუფლებლად!” – ბათუმში დაკავებული 22 წლის სტუდენტის, გიორგი დავითაძის და

124
სასამართლო პროცესი

ბათუმში დაკავებული 22 წლის სტუდენტის, გიორგი დავითაძის და, სესილი დავითაძე სოციალურ ქსელში ძმის სასამართლო პროცესიდან ფოტოს აქვეყნებს. როგორც სესილი დავითაძე წერს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ძმა, თავისი მეგობრები და მათი დეკანი დაკავებულები არიან, ბრძოლა არ შეჩერდება:

„მეგობრებო! დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის! ჩემი ძმა, თავისი მეგობრები და მათთვის უსაყვარლესი დეკანი დღეს დაკავებულები არიან.
მათ თავისუფლებას ვერავინ აღუკვეთავს . „ეს ბიჭები დაბრუნდებიან და მკლავებგადაშლილი ჩაიკრავს სამშობლო თბილ გულში…” მიყვარხართ! მადლობა! ბრძოლა გრძელდება ჩვენი უმაგრესი თაობის გასათავისუფლებლად!”- წერს სესილი დავითაძე სოციალურ ქსელში.

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს და 4 სტუდენტს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

მამუკა ჯორბენაძე და ოთხი სტუდენტი 9 დეკემბერს დააკავეს. მათ პროკურატურა ჯგუფურ ძალადობას ედავება.

ცნობისთვის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს და ოთხ სტუდენტს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ლექტორი და სტუდენტები, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g