კულინარი მარტა ბარამიძე ჟურნალ „გზასთან“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აფასებს:
„შეუძლებელია მოხდეს სრულად კონტროლი, შეიძლება გამოერიოს 2-3 ადამიანი, რომლებსაც სურთ პროვოკაციის მოწყობა. ე.წ. ტიტუშკები დიდი ხანია აღმოვაჩინეთ, ისინი ხალხში არიან გაბნეულები და ცდილობენ, შექმნან არეულობა. როდესაც ამბობენ, ძალადობას ორივე მხრიდან ვგმობთო, არასწორია. აქ ორი მოძალადე მხარე არ არსებობს. მოძალადე მხარე ერთია და ეს ე.წ. ხელისუფლებაა…
ქვეყნის ისტორიას რომ გადავხედოთ, ამ ქვეყანამ ყოველთვის იბრძოლა ევროპული ღირებულებებისთვის, ამისთვის სწირავდნენ ადამიანები თავს. ჩვენი ყველაზე დიდი იმედი სიმართლეა. როცა შენ ხარ მართალი და როცა ხედავ, მეორე მხარეს რამდენი სიბინძურეა, რამდენი ტყუილია, რამდენი ბოროტი ქმედებაა ჩადენილი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, საუბარიც ზედმეტია. შეუძლებელია, არ იყო იმედიანად, ეს სიმართლისა და ბოროტების ბრძოლაა…“
ცნობისთვის, მასშტაბური აქციები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
ზურა მანჯავიძე: „დიდი შავი წერტილი ჩემთვის ოპოზიციის დასასრულია…“