გუშინ, 13 დეკემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გამართული საპროტესტო მსვლელობისას, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძართან, დეკანოზ შალვა კეკელიასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას თავად დეკანოზი მამა შალვა კეკელია ეხმაურება, ამჯერად, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში და ყველას შენდობას სთხოვს.
როგორც დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, ყველანაირ ძალადობას ემიჯნება და ამასთან, სთხოვს მოქალაქეებს, ნუ მოსთხოვენ იყოს ვინმეს „მხარე“.
„პირველ რიგში, მინდა, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას. ჩემთვის ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი და წარმოუდგენელია ყველანაირი ძალადობა…
წარმოუდგენელია ჩემთვის, როდესაც პოლიციელი ადამიანს დააკავებს, მერე ცალკე განყოფილებაში ურტყამს, სცემს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ეს, ნებისმიერი ადამიანის მიმართ ეს საშინელი საქციელია და მიუღებელია. ასევე, ვემიჯნები იმას, რომ არაფრით არ შეიძლება პოლიციელს ვინმე ქვას და პიროტექნიკას ესროდეს, ესეც მიუღებელია. ადამიანები უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე – ადამიანი მხარე არ უნდა იყო, ორმაგი სტანდარტები არ შეიძლება, უნდა გააპროტესტო ერთი მხარეც და მეორე მხარეც, სხვანაირად წარმოუდგენელია, ასე ადამიანი ვერ გენდობა შენ, თუ რომელიმე მხარეს არ აპროტესტებ.
ადამიანებს ჰგონიათ, რომ, რაღაცნაირად, აქციას ვაორგანიზებ ტაძარში. არანაირი აქცია არ ორგანიზება ჩვენთან ტაძარში. უბრალოდ, გუშინდელი ინციდენტის გამო, ადამიანებმა მხარდაჭერა გამომითქვეს და გუშინ მთელი დღე ვერ ავუდიოდი ტელეფონების ზარს.
მინდა, შენდობა და პატიება გთხოვოთ იმ ხალხს, ვისაც პასუხი ვერ გაგეცით და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას ამ დიდი სიყვარულისთვის. ის, რომ მოდიხართ დღეს ტაძარში და გინდათ, ამით სიყვარული გამომიხატოთ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ღმერთმა გაგახაროთ…
ერთი რამ მინდა ასევე ვთქვა, რომ მე ვერასდროს მხარე ვერ ვიქნები. მე ნუ მთხოვთ, რომ მხარე ვიყო, იმიტომ რომ ჩემთვის ორივე მხარე ხართ ჩემი შვილები. მინდა, იმ ახალგაზრდებს მოგიწოდოთ, ვინც ჩემი აზრი ვერ გაიგეთ, ან არ გაიგეთ და არ გესმით, თუ რამე პრეტენზია გაქვთ…
იმ ახალგაზრდებს მინდა მოგიწოდოთ და იმ ხალხს, რომლებსაც ჩემი აზრი ვერ ან არ გაიგეთ, ან არ გესმით, თუ რამე პრეტენზია გაქვთ და ჩემთან დალაპარაკება გინდათ და გაინტერესებთ, მე რას ვფიქრობ, შეგიძლიათ ეს ჯგუფი შეიკრიბოთ, რამდენი კაცი გინდათ, მოილაპარაკეთ, მოდი და მკითხეთ, რა აზრი მაქვს მე თქვენთან დაკავშირებით და ვისზე როგორ ვფიქრობ.
მე ნებისმიერ დროს მზად ვარ თქვენ შეგხვდეთ, უბრალოდ, მე როცა მთხოვთ აქციაზე გამოსვლას, მე არ ვეთანხმები ამ ყველაფერს, ხომ შეიძლება მე ჩემი აზრი მქონდეს და ჩემს აზრს გამოვხატავდე?!
ადამიანებმა ერთმანეთის აზრის პატივისცემა ვისწავლოთ, ერთმანეთის აზრს პატივი ვცეთ. ძალიან გთხოვთ, ნუ შეეცდებით ამ ვიდეოს დაბლოკვასაც, მოგიწოდებთ, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ აზრის მოსმენა ყველასთვის, უმნიშვნელოვანესია. მაინც ვიღებთ ახლა ვიდეოს და წაშლით, კიდევ დავდებ და ასე გავაგრძელებთ ჩვენც ამ ვიდეოების დადებას. არა მგონია, ჯანსაღი და სწორი იყოს ეს დამოკიდებულება და ჯობს, რომ ადამიანებმა იცოდნენ.
გიორგი ზვანელი: „ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც აქციის დროს შალვა კეკელიასთან მივიდა, სრულიად მშვიდად ვთხოვე ორ შეკითხვაზე გაეცა პასუხი… არავის უგინებია პატრიარქი და ეკლესია“
ჭავჭავაძის გამზირზე გამართული ერთ-ერთი საპროტესტო მსვლელობის მონაწილე, გიორგი ზვანელი ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძართან, დეკანოზ შალვა კეკელიასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შესახებ სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს.
მინდა, კიდევ ერთხელ, შენდობა ვითხოვო, გუშინ თუ წყობიდან გამოვედი, თუ ხმამაღლა ვილაპარაკე, ჩვენც ადამიანები ვართ და მთელი ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრ შეურაცხყოფას ვიღებ. მე ვალდებული ვარ, რომ მოვითმინო ყველა შეურაცხყოფა, მაგრამ ჩემთვის არის რაღაც წითელი ხაზები, როდესაც ადამიანს ქვეყნის მოღალატეს ეძახი, რუსეთუმეს, და ასეთ რამეებს, რაც ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელია და მე ამას ვერასდროს ვერ მივიღებ.
ეს აზრი ჩემთვის არის მიუღებელი და წარმოუდგენელია მე ამას ოდესმე დავეთანხმო, ამიტომ, ძალიან გთხოვთ, იცოდეთ, სიტყვა მოღალატე რას ნიშნავს და რამდენად მწარეა ეს ადამიანისთვის.
დღესაც ფაქტს შევესწარით, ვიდეო ჩაგვიგდეს ჩვენმა მეგობრებმა, ჩვენთან რომ გაიარეს აქ მშვიდობიანი აქციით, რამდენად მშვიდობიანია, არ ვიცი ასეთი აქციები, ადამიანი გაჩერებაზე იდგა, საკუთარ შვილთან ერთად, 4-5 წლის ბავშვთან და მას მოუწოდეს, რომ აქციას შემოერთებოდა. ამ ქალბატონმა უთხრა, რომ მე არა, არ გეთანხმებით თქვენო და არ ვარ თანახმაო, ამ ადამიანის ლანძღვა დაიწყეს. როგორ არ ემიჯნებით ამ ყველაფერს? თქვენ პირადად, რომელიც ამ აქციებზე დადიხართ, ეს ვიდეო პირადად უნდა გააზიაროთ და თქვათ, რომ დიახაც, მე ამას ვემიჯნები. ეს არის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ძალადობა იმიტომ, რომ ჩვენთან ყოველდღე მოდიან ბავშვები სკოლებიდან და გვეუბნებიან, ტირიან ბავშვები, – მამაო, მასწავლებელი ძალადობს ჩემზე და მეუბნება შენი მშობელი და… ერთ-ერთ ვიდეოსაც შევეხები და ამით დავამთავრებ ამ ყველაფერს, ერთ-ერთი პოლიტიკოსის გამოსვლა ჩამიგდეს და ვხედავ, რომ პოლიტიკოსი ასეთ რამეს ეუბნება „მშობლებთან მიდით და უთხარითო, რომ მრცხვენია, რომ ჩემი მშობელი ხარო“. ასე იქცეოდნენ კომუნისტები. არ ვიცი, ამას რა დავარქვა. კომუნისტები ამბობდნენ, – დედას მოვკლავ, მამას მოვკლავ, თუ პარტია მიბრძანებსო… ადამიანი საკუთარ თავს რომ პოლიტიკოსს უწოდებ და ადამიანი მსგავს რამეს რომ ამბობ; თქვენს მშობლებს უთხარით, თქვენ ჩემი მშობლები არ ხართ, თუ ჩემს აზრზე არ ხართო… ამაზე დიდი საშინელება ქვეყანაში რა უნდა იყოს – საკუთარ, ბავშვობის მეგობრებს რომ კარგავთ იმის, გამო, რომ მას სხვა აზრი და შეხედულება აქვს… ხომ შეიძლება, ვიღაც თქვენს აზრზე არ იყოს? ასევე, ჩემს აზრზეც ვამბობ ამას. მე არ ვითხოვ, რომ ყველა ჩემს აზრზე იყოთ. ამას არავინ არავისგან არ ითხოვს ამას. ასეთი მოწოდებები ყველაზე დიდი საშინელებაა. გაუფრთხილდით ერთმანეთს. ვფიქრობ, არაფრად არ უნდა იწოდებოდეს ადამიანი, რომელიც შვილს ეუბნება, მამის წინააღმდეგ წავიდეს და უთხრას, შენ ჩემი მშობელი არ ხარო.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ ყველა. ერთმანეთის გაფრთხილება ისწავლეთ. ბოლო წლებში, რაც შვილი გარდამეცვალა (შემდეგ, მეუღლეც კინაღამ გარდამეცვალა და ღვთისმშობელმა გადამირჩინა), ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვლილია. სხვანაირად ვფიქრობ. მე ვცხოვრობ ბოლო დღით; დღე რომ მითენდება, ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის არის ბოლო დღე. მე არ მაქვს გარანტია, დამიღამდება თუ არა დღევანდელი დღე. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი სიყვარული გამოვხატო.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. ყველას მოგიწოდებთ მშვიდობისკენ, სიკეთისკენ. თუ რომელიმეს გიყვარვართ და პატივს მცემთ, ჩემი მოწოდება იქნება, მოითმინოთ, ჩემ გამო ადამიანს არ შეაგინოთ. შენ რომ ჩემ გამო ადამიანს აგინებ, შენ მე არ გიყვარვარ, ჩემ გამო რომ ადამიანს გალახავ, შენ მე არ გიყვარვარ და ჩემი პატივისცემა არ გაქვს“, – აცხადებს დეკანოზი.
Posted by თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი on შაბათი, 14 დეკემბერი, 2024