LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი სამხარაძე: „2007 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ ევროპაში. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა ჩემი შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ, აქ ესწავლათ! ატყობთ ახლა როგორ მეცხელება მე ამათი სანქციები?“

209
დიტო სამხარაძე

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი ლიეტუვის მიერ მისთვის სანქციების დაწესებას ეხმიანება.

როგორც სამხარაძე აღნიშნავს, ეს სანქციები მას არ აღელვებს. სამხარაძე წერს, რომ ევროპაში მაშინ ცხოვრობდა, როცა აქციის მონაწილეთა 40% დაბადებულიც არ იყო, მაგრამ 2007 წლის შემდეგ არ ყოფილა იქ, რადგან გადაწყვიტა მისი შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ და

„ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველ პოლიტიკოსს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სანქციები დაუწესა… ერთობლივი, ევროკავშირის დონეზე მოქმედების დროა“ – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

„2007 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ ევროპაში, დედა იტალიის და მამა ფინეთის მოქალაქეა! ოჯახს ფინეთში 1996 წელს შეძენილი სახლი და აგარაკი გვაქვს და მაინც არ ჩავდივარ! თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა ჩემი შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ, აქ ესწავლათ! ორი ვაჟიშვილი სტუდენტი მყავს! ევროპაში მაშინ ვცხოვრობდი, როცა აქციის მონაწილეთა 40% დაბადებულიც არ იყო, ისინი, რომლებმაც არ იციან რას აპროტესტებენ😂 ლეგალურად ჩავედი და თავიდანვე საბუთი მივიღე, რადგან მამა ფინეთში ცნობილი მუსიკოსი იყო!

მოქალაქეობაც შეგნებულად არ ავიღე, შემეძლო ორმაგი, მაგრამ არა‼️😉 ატყობთ ახლა როგორ მეცხელება მე ამათი სანქციები❓😂😂😂

P.S. Lietuvos ambasada Sakartvele/ლიეტუვის საელჩო საქართველოში პასპორტით დიმიტრი სამხარაძე ვარ და არა დიტო! ჩაასწორეთ, რამე გაუგებრობა რომ არ იყოს“, – წერს დიმიტრი სამხარაძე.

„ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ კობახიძეს“ – მარგუს ცაჰკნა

„ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება და ამავდროულად არის მორიგი უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში“ – გივი მიქანაძე ესტონეთის მიერ დაწესებულ სანქციაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g