საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „თბილისის მეტროში „კაცები შავებში“ იგინებიან, იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ“,
მისივე თქმით, ადგილზე არ არიან მობილიზებული სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები.
„თბილისის მეტროში „კაცები შავებში“ იგინებიან, იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ. მოქალაქეების დასაცავად არც პოლიცია და არც სამართალდამცავები არიან!“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
#terrorinGeorgia « Men in black » cursing, threatening and spreading violence in theTbilisi subway. No police, no law enforcement to protect citizens! https://t.co/LnEeWAtzfX
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 16, 2024