LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვესადგურის „წყალტუბო 500“ მშენებლობა დასრულდა

108
წყალტუბო 500

საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას კიდევ ერთი ახალი ობიექტი შეემატა – „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ქვესადგურის „წყალტუბო 500“ მშენებლობა დაასრულა.

„წყალტუბო 500“-ის პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტს ზედამხედველობდა უცხოური კომპანიების ერთობლივი საწარმო Decon International GmbH, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები კი თურქულმა კომპანიამ BEST განახორციელა.

ქვესადგურის მშენებლობისას დასაქმებული იყო 350-მდე ადამიანი. სამშენებლო სამუშაოები 2022 წელს დაიწყო. პროექტის ღირებულებამ 19.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g