სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საახალწლო კონცერტები
„11 კორპორაციული და ახალი წლის ღონისძიებაც გავაუქმეთ.
ჩემს გარდა ბენდში 11 მუსიკოსია, ხმის რეჟისორი და მენეჯერები.
პანდემიაა თუ არეულობა, ყველას ჩვეულებრივი სამსახური აქვს, ჩვენ გარდა… ჩვენ ხომ ხალხი არა ვართ, ვერთობით ))
მთავარია ჩვენი ქვეყანა იყოს კარგად და მერე ჩავატარებთ ბევრს…“
ნინი ბადურაშვილი: „უბრალოდ, წარმოუდგენელია ამ სიტუაციაში გახვიდე და იმღერო, უბედურება ხდება ჩვენს თავს..ჩემგან ყველაფერი, რაც კი რამე ღონისძიება იყო დაგეგმილი, ყველაფერი არის გაუქმებული“
„მისი შემოსავალი არის მხოლოდ კორპორატიულები, მთელი წლის განმავლობაში ყველაზე შემოსავლიანი აქვს დეკემბერ-იანვარი“ – მაია დარსმელიძე სტეფანეს ღონისძიებების გაუქმებას ეხმაურება
„ყველაზე მეტად ამ სფეროს ხალხი ვიჩაგრებით…ვინ რა იცის, ბევრჯერ სულ რომ არ გემღერება, მაგრამ მაინც უნდა იმღერო, იმიტომ რომ სხვა შემოსავალი არ აქვს მუსიკოსს“ – თიკა მახალდიანი
ქრისტინე იმედაძე: „ჩემი მეგობრები, ნაცნობები ან სულაც უცხო ადამიანები ძალიან უსამართლოდ დაკავებულები ან სასტიკად ნაცემები არიან! ცხადია, რომ კონცერტის და ზეიმის დრო არ არის!..“