LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკა ნაჭყებია: „მომსახურების სფეროსთვის რამის კეთება აბსურდია, როცა მათი სტუმრები ციხეში არიან“

251
ლუკა ნაჭყებია

დღეს, 17 დეკემბერს, სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

აღნიშნულ მარშს შეუერთდა ცნობილი შეფმზარეული ლუკა ნაჭყებიაც, რომელმაც მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მომსახურების სფეროში აბსურდია რამის კეთება, როდესაც მათი სტუმრები უსამართლოდ არიან დაკავებულები.

„ეკონომიკა ჩამონგრევის პირას არის, უამრავი ადამიანია სრულიად უსამართლოდ პატიმრობაში.

მომსახურების სფეროში აბსურდია რამის კეთება, როდესაც მათი სტუმრები უსამართლოდ არიან ციხეში. ამიტომ, პირველი, რაც უნდა ხდებოდეს, არის ის, რომ ეს ხალხი ციხიდან გამოუშვან.

ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა საათობრივად უარესდება და ამას აბრალებენ იმ ადამიანებს, ვინც აქციაზეა, რაც აბსურდია – თუ ქვეყანა ეკონომიკურად არ არის გამართული იმ ხალხის გამო, ვინც აქციაზეა, ესე იგი, ის ხალხი ეკონომიკის უდიდესი ნაწილია ხომ? ამიტომ, მოდით, დაუჯერონ იმ ხალხს, ვინც ამ სფეროებშია და ვინც ამ სფეროებს მოიხმარს. თუ ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია, ეს იმიტომ, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილებებია არასწორი“, – განაცხადა ლუკა ნაჭყებიამ „ფორმულასთან“ საუბარში.

„მომსახურების სფეროსთვის რამის კეთება აბსურდია, როცა მათი სტუმრები ციხეში არიან“ — ლუკა ნაჭყებია

Posted by Formula • ფორმულა on სამშაბათი, 17 დეკემბერი, 2024

ფოტო სლაიდზე: პუბლიკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g