LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და დამოუკიდებელი მედიისთვის €230 000 გამოყოფს

155
kbfof6og4l40ft8

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დახმარებისთვის 230 000 ევროს გამოყოფენ.

ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც X-ზე გავრცელდა.

“ჩეხეთი გმობს საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ბოლოდროინდელ ძალადობას და სოლიდარობას უცხადებს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს. დღეს ჩვენ ვამყარებთ ჩვენს ვალდებულებას €230000 ოდენობის გადაუდებელი დახმარების სახით ქართული სამოქალაქო საზოგოებისთვისა და დამოუკიდებელი მედიისთვის”, – ვკითხულობთ პოსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g