LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანანა ცხაკაია: „ჩემი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ, თიკამ სიცოცხლე დამიბრუნა, ცხოვრებისკენ შემომაბრუნა…“

469
თიკა ფაცაცია დედასთან ერთად

თიკა ფაცაციას დედა, მანანა ცხაკაია ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს თავისი ცხოვრების ტრაგიკულ ეპიზოდს, როდესაც მისი ვაჟი გარდაიცვალა:

„იმ ზაფხულს ჩემი ვაჟი პიონერთა ბანაკისთვის გავიმეტე, როგორც მერე მითხრეს, ბანაკშიც გამორჩეული იყო, აქტიურობდა. არ ვიცი, იმ საშინელ დღეს რა მოხდა, ბავშვებმა ხელი ჰკრეს თუ წყალში თავად ჩავარდა… ჩემი შვილი წყალში დაიხრჩო… ამ ტკივილის მოშუშება შეუძლებელია. ასე მეგონა, მასთან ერთად სამყარომ არსებობა შეწყვიტა. მახსოვს, როგორ გამიკვირდა, ქუჩაში გოგონას სიცილი რომ გავიგონე.

ეს ტრაგედია რომ მოხდა, თიკა 3 წლის იყო. ერთ დღეს საბავშვო ბაღში თიკას ზეიმზე დამიბარეს. თავს ძალა დავატანე და წავედი. სახლში თიკაც ძალიან მოწყენილი იყო. საბავშვო ბაღში კი სხვანაირი თიკა აღმოვაჩინე, ბავშვი მღეროდა, ცეკვავდა, ყველაფერში ლიდერობდა. მაშინ დავიწყე ფიქრი, თიკასთვის მეტი ყურადღება მიმექცია. მისი შესაძლებლობებით დავინტერესდი. გამახსენდა, რომ ჩემი გოგონას ბალერინობაზე ვოცნებობდი. ფაქტობრივად, თიკამ სიცოცხლე დამიბრუნა, ცხოვრებისკენ შემომაბრუნა…“

მანანა ცხაკაიასთან სრულ ინტერვიუს ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში გაეცნობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g