„სალომე ზურაბიშვილი აღარაა საინტერესო, შესაბამისად, მის ამ აქტივობებზეც არ მინდა განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება“, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შესახებ.
„მმართველმა პარტიამ რუსული გზა დაიკავა და თავს აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა…“ – სალომე ზურაბიშვილს ტაშითა და საქართველოს დროშის გამოსახულებებით დახვდნენ: პრეზიდენტის გზავნილები ევროპარლამენტის ტრიბუნიდან
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პროტესტი არის მშვიდობიანი, მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა.
„სალომე ზურაბიშვილი აღარაა საინტერესო. პრეზიდენტის თანამდებობაზე მას ორი კვირაც აღარ აქვს დარჩენილი. 29 დეკემბრიდან მთლიანად დაკარგავს აქტუალობას. შესაბამისად, მის ამ აქტივობებზეც არ მინდა განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება“,– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მან ევროპარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მიაწოდა ინფორმაცია.