LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: „ის [ირაკლი კობახიძე] ნამდვილად აჩერებს საქართველოს ევროპულ მომავალს… რა მანდატით? და ამბობს, რომ ის აჩერებს [ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ] მოლაპარაკებებს… 28 ნოემბერს როგორც ჩვენ მივიჩნევთ, ომი გამოაცხადეს!“

168
სალომე ზურაბიშვილი, ირაკლი კობახიძე (1)

„28 ნოემბერს, როგორც ჩვენ მივიჩნევთ, ომი გამოაცხადეს! პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც არ გააჩნია ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს არჩევნები ძალიან სადავოა, მაგრამ ასევე არ გააჩნია მანდატი ამისთვის, ვინაიდან კონსტიტუცია ძალიან კონკრეტულად ამბობს, რომ საქართველოში ყველა ინსტიტუტმა ყველაფერი შესაძლებელი უნდა გააკეთოს ევრო-ატლანტიკური პროცესის დასაჩქარებლად“ – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი უფლებისა და მანდატის გარეშე აჩერებს საქართველოს ევროპულ მომავალს:

„სალომე ზურაბიშვილი აღარაა საინტერესო, შესაბამისად მის ამ აქტივობებზეც არ მინდა განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება“ – კობახიძე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე

პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შესახებ.

„რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია – არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავთ დაჩქარებულ პროცესს, დაჩქარებულ რუსულ გზას. არა მხოლოდ კონსტიტუციის დარღვევებს, რომლებიც არჩევნებზე და არჩევნების შემდეგ მოხდა. ფაქტი, რომ პარლამენტის პირველი სესია, რომელიც მხოლოდ მე შემიძლია მოვიწვიო, მოიწვია პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც მაშინ არ იყო პარლამენტის სპიკერი და ეს აღიარებული არაა კონსტიტუციის მიერ. და ამის შემდეგ მათ საკონსტიტუციო სასამართლოს დრო არ დაუტოვეს იმ სარჩელების განსახილველად, რომლებიც ჩვენ შევიტანეთ და პარლამენტის პირველი სესია დალოდების გარეშე მოიწვიეს, რაც კიდევ ერთი ანტი-კონსტიტუციური გადაწყვეტილებაა.

და, რა თქმა უნდა, 28 ნოემბერს, როგორც ჩვენ მივიჩნევთ, ომი გამოაცხადეს! პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც არ გააჩნია ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს არჩევნები ძალიან სადავოა, მაგრამ ასევე არ გააჩნია მანდატი ამისთვის, ვინაიდან კონსტიტუცია ძალიან კონკრეტულად ამბობს, რომ საქართველოში ყველა ინსტიტუტმა ყველაფერი შესაძლებელი უნდა გააკეთოს ევრო-ატლანტიკური პროცესის დასაჩქარებლად. და ეს კონსტიტუცია, დიდწილად, იმავე პრემიერ-მინისტრის მიერ იყო დაწერილი, რომელიც კონსტიტუციის წინააღმდეგ გამოდის – რა მანდატით? და ამბობს, რომ ის აჩერებს [ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ] მოლაპარაკებებს. ამ მომენტისთვის არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და ამას ველოდით, მაგრამ ის ნამდვილად აჩერებს საქართველოს ევროპულ მომავალს უფლებისა და მანდატის გარეშე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

„მმართველმა პარტიამ რუსული გზა დაიკავა და თავს აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა…“ – სალომე ზურაბიშვილს ტაშითა და საქართველოს დროშის გამოსახულებებით დახვდნენ: პრეზიდენტის გზავნილები ევროპარლამენტის ტრიბუნიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g