LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქმედება, რომელიც ჩემს მიმართ არის ჩადენილი, შეიძლება შეფასდეს როგორც მკვლელობის მცდელობა, რადგან არაერთგზის ცდილობდა ჩემთვის სახრახნისის დარტყმას, მათ შორის, ყელის არეში“ – გიორგი ვაშაძე

304
გიორგი ვაშაძე

„იურისტებთანაც მქონდა საუბარი – ქმედება, რომელც ჩემ მიმართ არის ჩადენილი, შეიძლება სისხლის სამართლის კოდექსით შეფასდეს, როგორც მკვლელობის მცდელობა, რადგან არაერთგზის ცდილობდა ჩემთვის სახრახნისის დარტყმას, მათ შორის, ყელის არეში“ – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, 17 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მას აქციაზე მყოფი მოქალაქეები დაეხმარნენ. გარდა ამისა, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათ შეძლეს თავდამსხმელის იდენტიფიცირება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ეს ადამიანი 1976 წელს დაბადებული დავით ედიშერაშვილია.

„ჯერ ზურგში დამარტყა, აქ მოვედი გონზე და ყელში უნდოდა დარტყმა“ – აქციაზე გიორგი ვაშაძეს თავს დაესხნენ

„ვიდექი ვსაუბრობდი, უბრალოდ, დამესხა თავს“ – აქციაზე გიორგი ვაშაძეს თავს დაესხნენ

„იურისტებთანაც მქონდა საუბარი – ქმედება, რომელიც ჩემს მიმართ არის ჩადენილი, შეიძლება სისხლის სამართლის კოდექსით შეფასდეს, როგორც მკვლელობის მცდელობა, რადგან არაერთგზის ცდილობდა ჩემთვის სახრახნისის დარტყმას, მათ შორის, ყელის არეში. ამის შემდეგ ეს ადამიანი გაიქცა. მოქალაქეების მხრიდან შეტყობინება შევიდა 112-ზე. საათ ნახევარი ველოდეთ, რომ მოსულიყო ვინმე სამართალდამცავი უწყების მხრიდან, შემდეგ კი დამიკავშირდა გამომძიებელი, სახელად გიორგი, რომელმაც მითხრა, რომ 10 წუთში ადგილზე მოვიდოდა. კიდევ 10 წუთში კი კვლავ დამიკავშირდა სხვა პირთან ერთად და მითხრა, რომ მოსვლას არ აპირებდა, რაც კანონდარღვევაა. იქვე იდგა საპატრულო ეკიპაჟი. მათ მხრიდან არ მომხდარა რეაგირება…
დღეს საქართველოში კრიმინალური დაჯგუფებები მოქმედებენ სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, რომლებიც ხვდებიან, სცემენ ადამიანებს, იჭერენ და აკავებენ ყალბი ჩვენებებით და სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევენ მსახიობებს, საზოგადო მოღვაწეებს, ადამიანებს, ვინც იბრძვის ქვეყნის ნათელი მომავლისთვის. მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს – ჩვენ ეს ვერ შეგვაშინებს, პირიქით, გაორმაგებული ძალებით ვიბრძოლებთ, რომ შენი პერსონალური მოშორება მოხდეს ამ ქვეყნიდან. იმიტომ, რომ შენ ხარ ქაოსის და არეულობის შემომტანი” – განაცხადა ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g