LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტაქსის მძღოლი ე.წ. „ტროსით“ მოახრჩვეს, შემდეგ კი ცხედარი დამარხეს და მოკლულის ავტომობილს დაეუფლნენ” – უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულების განაჩენი ცნობილია

258
პროკურატურა

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. ინ­ფორ­მა­ცი­ას მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

„რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 20 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში, ბრალდებულმა ორ თანამზრახველთან, მათ შორის ერთ არასრულწლოვანთან ერთად ავტომანქანის დაუფლების მიზნით, ტაქსის მძღოლს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და ე.წ. „ტროსი“-თ დაახრჩვეს. კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს ტერიტორიაზე გადაიტანეს და დამარხეს, შემდეგ მოკლულის ავტომობილს დაეუფლნენ.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით) და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ორი ბრალდებული, მათ შორის არასრულწლოვანი სასამართლომ უკვე ცნო დამნაშავედ და ერთს 20 წლით, ხოლო არასრულწლოვანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“. – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g