LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავინ იცის მართლა მოხდება თუ არა ამ გადაწყვეტილების აღსრულება“ – გიორგი კახიანი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე

221
გიორგი კახიანი

„ვიზალიბერალიზაციას არანაირი შეზღუდვა არ ემუქრება, ყველა იმ პირს, ვისაც დიპლომატიური პასპორტი აქვს, ჩვეულებრივი პასპორტიც აქვს და ევროკავშირის სახელმწიფოებში შესვლა ჩვეულებრივად იქნება შესაძლებელი“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა, „რუსთავი 2“ ეთერში, გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.

„დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შევთანხმდით, ევროკომისია წინადადებას წელს წარადგენს – გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას“ – კაია კალასი

კახიანის თქმით, „რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ ფაქტობრივად ეს არაფერს არ ცვლის“.

„რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, მთავარი არის რა – მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვეულებრივად ვისმენდით მუქარებს – ვიზალიბერალიზაცია შეიზღუდება, შეიძლება შეჩერდეს და ამის გარშემო ხდებოდა საზოგადოების დაძაბვა. რასაც ჩვენ ვამბობდით, თურმე ვყოფილვართ მართლები და ვიზალიბერალიზაციას არანაირი შეზღუდვა არ ემუქრება, ჩვენი მოქალაქეები ჩვეულებრივად გააგრძელებენ ევროკავშირში უვიზოდ სიარულს.

„ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი“ – ირაკლი კობახიძე დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმებაზე

რეალურად ვნახეთ, რომ არანაირი სანქციები აქამდე არ განხორციელებულა თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საუბარი იყო მოლაპარაკების ეტაპზე არ გადაგვიყვანენ. ფინანსური სანქციები ვერ მოხერხდა, აქედან გამომდინარე, მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ რაღაც აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო და ამ შემთხვევაში მოიფიქრეს დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვაზე. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ ფაქტობრივად ეს არაფერს არ ცვლის.

ყველა იმ პირს, ვისაც დიპლომატიური პასპორტი აქვს, ჩვეულებრივი პასპორტიც აქვს და ევროკავშირის სახელმწიფოებში შესვლა ჩვეულებრივად იქნება შესაძლებელი. მაგრამ, როგორც ჩანს ამას სხვა დატვირთვა ჰქონდა, მაგალითად ის, რომ პოლიტიკურად რაღაც გადაწყვეტილება მიღებულიყო. იმასაც ვიტყვი, რომ არავინ იცის მართლა მოხდება თუ არა ამ გადაწყვეტილების აღსრულება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კახა კალაძე: დიახ, დიპლომატიური პასპორტი მაქვს – ძალიან მარტივად შევძლებ გამგზავრებას და თქვენ ამაზე არ ინერვიულოთ – ჩვეულებრივი პასპორტით შევძლებ გადაადგილებას, თუ ვიზის აღება იქნება საჭირო, ეგეც არ არის პრობლემა

magti 5g