LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატი მეხუთედ გახდა 42-ის, დავეწიე და გავუსწარი, წელს მასზე უფროსი ვარ… სულ ჩვენთანაა, ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ერთად მივდი-მოვდივართ“ – ეკატერინე ტოგონიძე გარდაცვლილ მეუღლეს ემოციურ სტატუსს უძღვნის

1105
ეკატერინე ტოგონიძე

პოლიტიკოსი რატი სამყურაშვილი, რომელიც 4 წლის წინ, 2020 წლის 6 აპრილს გარდაიცვალა, დღეს 47 წლის გახდებოდა.

რატი სამყურაშვილის დაბადების დღის თარიღს სოციალურ ქსელში ეხმიანება მისი მეუღლე, მწერალი და ჟურნალისტი ეკატერინე ტოგონიძე და მას ემოციურ სტატუსს უძღვნის.

წელიწადში ერთხელ, დაბადების დღეზე, ერთი წამით მაინც უნდა არსებობდეს ჩახუტების შესაძლებლობა: ეკატერინე ტოგონიძე

„რატი მეხუთედ გახდა 42-ის, მისი ასაკი აღარ იძვრის, დავეწიე და გავუსწარი, წელს მასზე უფროსი ვარ.

სულ ჩვენთანაა, ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ერთად მივდი-მოვდივართ. მაგრამ ჩვენ უფრო ჩვენთან გვინდოდა, ბევრად უფრო ჩვენთან“, – წერს ეკატერინე ტოგონიძე სოციალურ ქსელში.

„მგონი, მართლა ასე დავშორდით..უკვე 4 წელია „მიდი, აბა შენ იცი“-ს შესრულებას ვცდილობ, იმედია, შენ ჩემზე უკეთ გამოგდის“ – რატი სამყურაშვილის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა: რა ვიდეოს გვიზიარებს ეკატერინე ტოგონიძე

რატი მეხუთედ გახდა 42-ის, მისი ასაკი აღარ იძვრის, დავეწიე და გავუსწარი, წელს მასზე უფროსი ვარ. სულ ჩვენთანაა, ერთად…

Posted by Ekateriné Togonidze on ხუთშაბათი, 19 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g