LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნელი აგირბა: „ახლა ერთადერთი, ვისთანაც შეხვედრა ღირს, ბიძინა ივანიშვილია“

589
ნელი აგირბა

„ეს დღეები ჩვენს განცდებს ვაკვირდები და რასაც ვხედავ, ერთობის აუცილებლობაა… ახლა იმდენად მდგრადი პროცესია, რომ დამაიმედებელი შეიძლება ეწოდოს. ჩვენი ქვეყნის საზოგადოებამ შეიძლება დაიბრუნოს ღირსება და ღირსებიდან თავისუფლება. ოღონდ ახლა ბეწვის ხიდზე გავდივართ“, – ამბობს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრის დროს ჟურნალისტი ნელი აგირბა ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, არსებული ვითარებიდან გამოსავალი ერთობისკენ სვლაა. ნელი აგირბას სიტყვებითვე, ახლა თუ მშვიდობა, განვითარება და კეთილდღეობა გვინდა, ასევე თუ გვინდა, ქვეყანა დამოუკიდებელი იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიმუშაოთ სიყვარულზე:

„კი არ ველოდოთ, როდის გაიღვიძებს ჩვენში ეს გრძნობა, არამედ ამაზე ვიმუშაოთ. შფოთვები ბრაზები, გაღიზიანებები, შიშები უნდა მოვიხსნათ. ვეცადოთ შევხედოთ იმ ადამიანს, რომელსაც ვერ ვიღებთ, ვიგრძნოთ მისდამი სიყვარული, ვუთხრათ, რომ გვიყვარს, კეთილგანწყობა გამოვხატოთ“, – ამბობს ნელი აგირბა.

არსებულ ვითარებაში ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრის დროს, ნელი აგირბა აღნიშნავს:

„იდეალურ შემთხვევაში, ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნებოდა დიალოგის ხელშეწყობა. დიალოგია საჭირო ყველა მხარესთან“.

ჟურნალისტის შეკითხვაზე: „რას ეტყოდა პრემიერ-მინისტრს, ახლა რომ მის პირისპირ იყოს“, ნელი აგირბა ამბობს:

„ახლა ერთადერთი, ვისთანაც შეხვედრა ღირს, ბიძინა ივანიშვილია და არა ვინმე სხვა… მას მე არ შევხვდებოდი, ამ შეხვედრისთვის ის ადამიანები უნდა შეირჩნენ, რომლებიც ამა თუ იმ ინტერესთა ჯგუფს წარმოადგენენ. თუმცა დღეს მოთხოვნებზე ყველა შეჯერებულია, ესაა თავისუფალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება. ამის შემდეგ ექნებოდა ლაპარაკს აზრი, ოღონდ ლაპარაკს ბიძინა ივანიშვილთან!“. – ამბობს ნელი აგირბა.

ნელი აგირბასთან ინტერვიუს სრულად წაიკითხავთ ჟურნალ „გზის“ 19 დეკემბრის ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g