LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში რაიმე უარყოფითია, რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე მსჯელობისთვის მზად ვართ“

109
ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებას ვინმე დაუსაბუთებს, რომ „უცხოური გამჭვირვალობის კანონში“ არის რაიმე უარყოფითი, მმართველი გუნდი აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისთვის მზად არის.

„მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსს, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი“ – ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლება ევროსაბჭოს შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის მზად არის:

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა კანონმდებლობაზე, მათ შორის, მსჯელობა გვქონდა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი ღიაობა მსჯელობასთან მიმართებით – ჩვენ ღია ვართ მსჯელობისთვის.

ასეთი ღიაობა ჩვენ დაფიქსირებული გვქონდა კანონის მიღების პროცესში, მისი მიღების შემდეგაც. კიდევ ერთხელ ვამბობთ, თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ ამ კანონში არის რაიმე უარყოფითი, რა თქმა უნდა, მზად ვართ ამ საკითხებზე მსჯელობისთვის, მათ შორის, მზად ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოს შესაბამის სტრუქტურებთან“,- თქვა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g