ქუთაისში, საახალწლო კონცერტის მიმდინარეობისას, რომელიც გუშინ გაიმართა, ერთ-ერთი მოქალაქე სცენაზე ავიდა და მომღერალ თაკო გაჩეჩილაძეს სპეცრაზმის მიერ ნაცემი და დაშავებული მოქალაქეების ფოტოები გადასცა.
ზურა ხაჩიძე: „არასდროს არ დამავიწყდება კონცერტი ქუთაისში და ის სიყვარულით სავსე გულები, რომელიც პატარებმა გვაჩუქეს! პატარებს ვერ მოპარავთ ახალი წლის განწყობას! მიყვარხარ მამა ქალაქო!“
ქუთაისში გამართულ კონცერტს, სადაც „ქუჩის ბიჭებმა“ და ნინი ქარსელაძემ იმღერეს, ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ცნობისთვის, ქუთაისში საახალწლო კონცერტი მოქალაქეების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. კონცერტში თაკო გაჩეჩილაძის გარდა, მონაწილეობდნენ ნინი ქარსელაძე, „ქუჩის ბიჭები“ და კახა კუხიანიძე.
ქუთაისში საახალწლო კონცერტზე თაკო გაჩეჩილაძეს, ნაწამები ადამიანების ფოტოები გადასცეს 🙂❤️ ©️ Mate Chapichadze
Posted by დედამიწის გარშემო on შაბათი, 21 დეკემბერი, 2024