LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გრინჩივით მოიპარა სცენა პოლიციამ რაც არის კომიკური სიტუაცია… პრეზიდენტმა დააანონსა ხალხისთვის მიმართვა“ – ბაია პატარაიას ინფორმაციით მანქანა, რომელშიც სცენისთვის საჭირო კონსტრუქცია იყო განთავსებული პატრულმა საჯარიმო სადგომზე გადაყვანა

173
აბაია პატარაია

„გრინჩივით მოიპარა სცენა პოლიციამ რაც არის კომიკური სიტუაცია“ – ამის შესახებ ბაია პატარაიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

კავშირის „საფარი“ ხელმძღვანელის განცხადებით, მანქანა, რომელშიც სცენისთვის საჭირო კონსტრუქცია იყო განთავსებული საპატრულო პოლიციამ ჯერ დაათვალიერა, ხოლო შემდეგ საჯარიმო სადგომზე გადაყვანა.

პატარაიას განცხადებით, ნებისმიერი კონსტრუქციის აგებას სჭირდება საათები, აღნიშნული კონსტრუქცია კი იმისთვის იყო საჭირო, რომ მომიტინგეებმა კარგად გაიგონ, თუ რა აქვს პრეზიდენტს სათქმელი“:

„გუშინ, პრეზიდენტმა ბრიფინგზე დააანონსა, რომ აპირებდა ხალხისთვის მიმართვას. შესაბამისად, ვიფიქრეთ, რომ პატარა სცენა და ხმის გამაძლიერებელი ამ ყველაფერს ხელს შეუწყობდა. მერიას ეს ვაცნობეთ (მოგეხსენებათ, რომ შაბათ-კვირაა). როდესაც ადამიანებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ სცენას არ ადგმევინებდნენ, მეც მოვედი და მქონდა მოლაპარაკებები პოლიციასთან, რომელიც თითქოს წარმატებით დასრულდა. დავრეკეთ, რათა მოსულიყო მანქანა, რომელშიც სცენის კონსტრუქცია იყო.

თავდაპირველად მძღოლს დავუკავშირდით, რომელიც დანიშნულების ადგილიდან გამოვიდა, ის გმირთა მოედანზე იყო (სადაც შეფერხება, საცობი იყო). შემდეგ კი გაქრა, ამ ადამიანს 30-40 წუთის განმავლობაში ვეღარ ვუკავშირდებოდით. ჩვენ ვიეჭვეთ, რომ ის დააკავეს. შემდეგ ამ ადამიანმა დარეკა და მითხრა, თუ როგორ გააჩერა საპატრულო პოლიციამ ის და როგორ დაათვალიერეს მისი მანქანა, როგორ გადაიყვანეს საჯარიმოზე და დროებით მძღოლს ტელეფონი ჩამოართვეს, რომ ჩვენთვის დროულად არ მოეწოდებინა ინფორმაცია. ნებისმიერი კონსტრუქციის აგებას სჭირდება საათები, ეს კონსტრუქცია გვჭირდება იმისთვის, რომ მომიტინგეებმა კარგად გაიგონ, თუ რა აქვს პრეზიდენტს სათქმელი“, – განაცხადა პატარაიამ.

👉 გრინჩივით მოიპარა სცენა პოლიციამ I ბაია პატარაია

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on კვირა, 22 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g