LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოვალურ კაბინეტში დაბრუნების პირველ დღეს დავიწყებთ ყველაზე დიდ დეპორტაციის ოპერაციას ამერიკის ისტორიაში“ – დონალდ ტრამპი

266
დონალდ ტრამპი

New York Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, როგორც კი 20 იანვარს მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციის ოპერაციას დაიწყებს.

„ოვალურ კაბინეტში დაბრუნების პირველ დღეს, ხელს მოვაწერ აღმასრულებელი ბრძანებების ისტორიულ ფურცელს, რომ დავკეტოთ ჩვენი საზღვრები არალეგალი უცხოელებისთვის და შევაჩეროთ შემოჭრა ჩვენს ქვეყანაში. იმავე დღეს, დავიწყებთ ყველაზე დიდ დეპორტაციის ოპერაციას ამერიკის ისტორიაში, უფრო მასშტაბურს, ვიდრე პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერის იყო“, – აღნიშნა ტრამპმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g