21 დეკემბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას მეხანძრე – მაშველის დაღუპვას სამძიმრის წერილით ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. საელჩო უსამძიმრებს ლეიტენანტ გიორგი ლელაშვილის ოჯახსა და მეგობრებს:
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მწუხარებას გამოთქვამს 21 დეკემბერს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტ გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო. გულითადად ვუსამძიმრებთ ლეიტენანტ ლელაშვილის ოჯახსა და მეგობრებს“ – ნათქვამია განცხადებაში.
ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო“
ცნობისთვის, 21 დეკემბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა. გიორგი ლელაშვილი მაშინ გარდაიცვალა, რა დროსაც სამუშაოების დროს კედელი დაინგრა.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მწუხარებას გამოთქვამს 21 დეკემბერს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების…
Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024