სამოქალაქო აქტივისტსა და ჟურნალისტს, ელისო ჯანაშიას თავს დაესხნენ.
აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ფოტო/ვიდეო მასალასაც ავრცელებს.
„რამდენიმე ხნის წინ ლიმენაში მოგვივარდა ორი ქოცი ქალი და მე პირადად ფიზიკურად გამისწორდა, ახალგაზრდები ლანძღა, გარყვნილები გვეძახა.
გამოვიძახეთ პოლიცია“, – წერს ელისო ჯანაშია.