უკვე 26-ე დღეა, თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. გასულ ღამეს, აქცია კვლავ გაიმართა რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეებს კვლავ შეუერთდნენ საზოგადოებისთვის ცნობადი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ადამიანები.
აქციაზე იმყოფებოდა მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის შვილი, მომღერალი ფანიკო მღებრიშვილიც, რომელმაც მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ პროტესტის მონაწილეები წინაპრების მოტანილ თავისუფალ საქართველოს იცავენ:
„ჩვენ ვიცავთ ჩვენი წინაპრების მოტანილ თავისუფალ საქართველოს. იმედით სავსე ვარ, იმიტომ, რომ ვხედავ ჩემი თანატოლები რომ გამოდიან; ვხედავ როგორი გაბრაზებულები და ნაწყენები არიან იმის გამო, რომ ის რაც გვაქვს – თავისუფლება და საკუთარი თავის გამოხატვა – ახლა ის საფრთხეა, რომ ეს აღარ შეგვეძლოს და ამას ყველაფრის ფასად დაიცავთ“, – აღნიშნა ფანიკო მღებრიშვილმა.
„ჩვენ ვიცავთ ჩვენი წინაპრების მოტანილ თავისუფალ საქართველოს“ — ფანიკო„ჩვენ ვიცავთ ჩვენი წინაპრების მოტანილ თავისუფალ საქართველოს“ — მომღერალი ფანიკო მღებრიშვილი
Posted by Formula • ფორმულა on ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024