LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 წლის მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა – რას ამბობს ექიმი თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე დაჭრილ ბიჭზე

264
Capture

„პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე“, – ამის შესახებ ექიმმა ხათუნა ხუფენიამ 16 წლის დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ექიმის თქმით, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის კი მკურნალობა რეანიმაციულ დეპარტამენტში გრძელდება.

„ამ წუთისთვის პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. პაციენტი შემოყვანილი იქნა ახლობლების მიერ ჩვენს კლინიკაში, მიყენებული აქვს კისერზე ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანებით. იყო შოკურ მდგომარეობაში, ასევე აღენიშნებოდა ორი სისხლმდენი ჭრილობა. გაკეთდა გადაუდებლად ოპერაცია. სასიცოცხლო ჩვენებით, მასიური დანაკარგიდან გამომდინარე, პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. ამჟამად მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ დეპარტამენტში”, – განაცხადა ხათუნა ხუფენიამ „რუსთავი 2-თან“.

შეგახსენებთ, თბილისში, 23 დეკემბერს, ზესტაფონის ქუჩაზე, 16 წლის მოზარდი დაჭრეს. მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

თბილისში 16 წლის ბიჭის დაჭრეს – ეჭვმიტანილი 14 წლის მოზარდია: „გიორგი ბლიაძეს თავს რამდენიმე პირი მაშინ დაესხა, როცა ძმასთან ერთად გადაადგილდებოდა. თავდამსხმელებს, ერთი პირის გარდა, სახეზე ნიღაბი ჰქონდათ ჩამოფარებული“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g