თბილისში 16 წლის ბიჭის დაჭრეს – ეჭვმიტანილი 14 წლის მოზარდია.
„კურიერი“ დაჭრილის დედას ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ პირი, რომელიც მის შვილს თავს დაესხა, „ნაცისტური“ დაჯგუფების წევრია. მისი თანმხლები პირები კი თავდასხმის მომენტში ნიღბებით იყვნენ.
„ეს ბავშვი არის, რაღაც დაჯგუფებაა „ნაცისტების“ წევრი, დაჰყვებათ გოგო. სამი წლის უკან ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, შემოხლა მოხდა და სკოლაში მოაყენა ნიღბიანი ბიჭები. მერე თითქოს ჩაწყნარდა ყველაფერი, მაგრამ სულ ემუქრებოდა, ოღონდ დიდი ბიჭებით, მაგრამ როგორც ვხვდები ბიძამ ყველაფერი იცოდა.
გიოს ვერ იტანდა. დაინახავენ ვიღაცას, თუ არ მოეწონათ შეიძლება დანა გაუყარონ. ჩემს შვილთან რა უნდოდა არ ვიცი. იმიტომ, რომ ეს ბავშვი გადავიდა ამ სკოლიდან. მერე, თურმე დაუწერია სტატუსი უნდა მოვკლაო. როცა გაიგო, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია მოგვივიდა, უცებ აიღო სტატუსი“, – განაცხადა დაჭრილის დედამ.