SKAZZ სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ ყველა საახალწლო კონცერტს აუქმებს.
„განცხადება ნოემბრის ბოლოსაც გავაკეთეთ, სადაც აღვნიშნეთ, რომ ყველა ახლო ღონისძიებას ვაუქმებდით. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება ასევე ყველა კონცერტი გავაუქმოთ, რაც ახალი წლის პერიოდში იგეგმებოდა. ახალ წელს შევხვდებით ერთად. ძირს ავტორიტარიზმი! ძირს იმპერიალიზმი!“ – წერს SKAZZ-ი სოციალურ ქსელში.