LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრაკოვის ნაძვის ხე მსოფლიოში ყველაზე ლამაზია

129
Capture

პოლონეთში, კრაკოვის მთავარ მოედანზე განთავსებული საშობაო ხე მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ნაძვის ხეების რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა. მთლიანობაში ამ რეიტინგში 11 ნაძვი მოხვდა, წერს Notes from Poland.

წელს კრაკოვის სადღესასწაულო მორთულობების მთავარი თემა რენესანსის ეპოქის გობელენები გახდა და ქალაქის სხვადასხვა კუთხეში ირმების, აქლემების, ჟირაფებისა და სამოთხის ჩიტების ნახვაა შესაძლებელი.

რეიტინგის ავტორებმა კრაკოვის ნაძვი ქალაქის „გვირგვინად“ აღიარეს. მასზე 26 ათასი ენერგო დამზოგველი ნათურა კიდია და იქვეა ათასზე მეტი ბრჭყვიალა ბურთი თემატური ორნამენტით.

რეიტინგში მეორე ადგილი მსოფლიოში ყველაზე დიდმა ნაძვის ხემ დაიკავა. ის ცენტრალურ იტალიაში, ქალაქ გუბიოშია განთავსებული. ნაძვის ხე წარმოადგენს გიგანტურ მანათობელ ინსტალაციას, რომელიც მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.
მესამე ადგილზე ნიუ-იორკის ნაძვის ხე გავიდა.

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ნაძვის ხეების სრული სია:

კრაკოვი, პოლონეთი
გუბიო, იტალია
ნიუ იორკი, აშშ
ვილნიუსი, ლიეტუვა
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
ვაშინგტონი, აშშ
სოკალო, მეხიკო
მადრიდი, ესპანეთი
სტრასბურგი, საფრანგეთი
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მოსკოვი, რუსეთი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები