პოლონეთის ყოფილი სამეფო დედაქალაქი, კრაკოვი, ევროპელი მოგზაურების კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს მას შემდეგ, რაც ჟურნალმა Global Traveler ის ევროპის საუკეთესო დასასვენებელ ადგილად დაასახელა.
ეს პოლონური ქალაქი ვიზიტორებს იზიდავს ხელმისაწვდომი ფრენებით, საცხოვრებლითა და კვების ობიექტებით, შთამბეჭდავი საფეხმავლო ბილიკებით, არქიტექტურული ძეგლებითა და რენესანსით.
2026 წლის Leisure Lifestyle Awards-ზე, სამხრეთ პოლონურმა ქალაქმა სევილია, პორტო, სტამბოლი და ლისაბონი დაამარცხა. გამარჯვებულები Global Traveler-ის მკითხველების ხმის მიცემით გამოვლინდნენ.
„გამარჯვებულებს ის ადამიანები განსაზღვრავენ, რომლებიც რეგულარულად მოგზაურობენ და ცდილობენ იდეალური ბალანსის პოვნას“, – იტყობინება ჟურნალი.
აღიარება ემთხვევა კრაკოვისადმი ინტერესის სტაბილურ ზრდას, რომელმაც 2025 წელს თითქმის 700 000 საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო.
