LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 წლის მოზარდს, რომელმაც 16 წლის ბიჭი დაჭრა, ბრალი წარედგინა – რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

145
პროკურატურა

16 წლის არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, პროკურატურამ 14 არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.

თბილისში 16 წლის ბიჭის დაჭრეს – ეჭვმიტანილი 14 წლის მოზარდია: „გიორგი ბლიაძეს თავს რამდენიმე პირი მაშინ დაესხა, როცა ძმასთან ერთად გადაადგილდებოდა. თავდამსხმელებს, ერთი პირის გარდა, სახეზე ნიღაბი ჰქონდათ ჩამოფარებული“

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  23 დეკემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 14 წლის ბრალდებულმა 16 წლის არასრულწლოვანს განზრახ სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109 -ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა. 

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დაჯგუფება „ნაცისტების“ წევრია.. სტა­ტუ­სი დაუწერია უნდა მოვ­კლაო..“ – რას ამბობს თბილისში დაჭრილი 16 წლის მოზარდის დედა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g