LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხაბეიშვილი: ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ივანიშვილის გარეშე

147
ლევან ხაბეიშვილი

ცხადია, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ივანიშვილის გარეშე, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ქუთაისში განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალაქში გამოდიან ადამიანები და აპროტესტებენ უსამართლობას, ითხოვენ პატიმრების გათავისუფლებას და მინდა ყველა ქალაქიდან, ყველა სოფლიდან, ყველა ქუჩიდან დავაფიქსირო, რომ ყველა ადამიანი, რომელიც მძევლად აიყვანა ივანიშვილმა, სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ. ბევრ ადამიანს შევხვდი და მათი პირველი მოთხოვნაა, რომ სამშობლოს სიყვარულისთვის გასამართლებული ადამიანები დაუბრუნდნენ ოჯახებს. ქრისტიანულ დღესასწაულს, შობას ხომ უნდა შეხვდნენ ოჯახებში.

ადამიანები სასტიკად სცემეს, დაასახიჩრეს და კიდევ ციხეში ჩასვეს, ეს არ არის ნორმალური, ეს არ არის არც სამართლებრივად სწორი, არც ადამიანურად, არც მოქალაქეობრივად, არც ქრისტიანულად, შობა დღეს ეს ადამიანები ოჯახებთან ერთად უნდა იყვნენ და მეორე მოთხოვნა, ეს არის თავისუფალი არჩევნები ივანიშვილის გარეშე. ივანიშვილთან ერთად ცხადია არჩევნების ჩატარება ნიშნავს იმავეს და ეს არის ხალხის ხმა ყველა კუთხიდან, ქალაქიდან”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g