LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორტე”: „მთავრობაში იყვნენ და სიმღერას გვიკრძალავდნენ, ოპოზიციაში არიან და მაინც გვიკრძალავენ – ისე, მავანის გასაგონად, იმ ავად სახსენებელ წლებში ვერ შეგვაშინეს და ახლა ვადაგასული მაშხალის გასროლის ეფექტი აქვს მათ ბულინგს ჩვენთვის“

194
ფორტე

„მთავრობაში იყვნენ და სიმღერას გვიკრძალავდნენ (სხვა უბედურებებზე, რომ არაფერი ვთქვათ) ოპოზიციაში არიან და მაინც გვიკრძალავენ!!! საკვირველია პირდაპირ”,– ამის შესახებ ნათქვამია ჯგუფ „ფორტეს” განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„ფილმ ,,დაკარგულ სამოთხე”-ში არის ასეთი მომენტი — ლაზარია ამბობს თავის თვითმარქვია და მატყუარა ბატონზე,, უწმინდური იყო და მატყუებდა, წმინდანი გახდა და მაინც მატყუებსო”. ცოტა რომ გადავათამაშოთ: მთავრობაში იყვნენ და სიმღერას გვიკრძალავდნენ (სხვა უბედურებებზე, რომ არაფერი ვთქვათ )ოპოზიციაში არიან და მაინც გვიკრძალავენ!!! საკვირველია პირდაპირ…… P.S. ისე მავანის გასაგონად, იმ ავად სახსენებელ წლებში, ბულინგი რომ ბულინგობდა და სიცოცხლისთვის საშიში იყო საკუთარი აზრის დაფიქსირება, მაშინ ვერ შეგვაშინეს და ახლა ვადაგასული მაშხალის გასროლის ეფექტი აქვს მათ ბულინგს ჩვენთვის…”- წერს „ფორტე”.

მერაბ სეფაშვილი: „აღარც დამითვლია, რამდენი კორპორატიული და საახალწლო კონცერტი გავაუქმეთ, რადგან 1989 წლიდან იქ ვდგავარ, სადაც საქართველოს ევროპული მომავალია“

ქრისტინე იმედაძე: „ჩემი მეგობრები, ნაცნობები ან სულაც უცხო ადამიანები ძალიან უსამართლოდ დაკავებულები ან სასტიკად ნაცემები არიან! ცხადია, რომ კონცერტის და ზეიმის დრო არ არის!..“

სტეფანე: „11 კორპორაციული და ახალი წლის ღონისძიებაც გავაუქმეთ… პანდემიაა თუ არეულობა, ყველას ჩვეულებრივი სამსახური აქვს, ჩვენ გარდა…“

„არც ერთ საახალწლო ღონისძიებაში არ ვიღებ მონაწილეობას…ცრუ ინფორმაციას ნუ ავრცელებთ“ – ნინი ბადურაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g