აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. ჯო უილსონი მიესალმება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, რადგან მას ამერიკა სძულს და ჩინეთი და ირანი უყვარს“.
მისივე განცხადებით, „საქართველოს დაუყოვნებლივ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“.
„მივესალმები დიქტატურის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. „რესპუბლიკელთა კვლევის კომიტეტთან“ ერთად ამისკენ 2020 წელს მოვუწოდებდი. ივანიშვილს ამერიკა სძულს და ჩინეთი და ირანი უყვარს. ის საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განადგურებას გეგმავს. საქართველოს დაუყოვნებლივ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – წერს უილსონი.
აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა
„კარგავს იმას, რაც მისთვის ყველაფერია“ – ნიკა მელია აშშ-ს მიერ ივანიშვილის დასანქცირებაზე