LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ხუნდაძე: „აშშ-ის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, არის მისი პოლიტიკური დევნა სამშობლოს სიყვარულისთვის, დღეს რომ საქართველო უკრაინის ბედს არ იზიარებს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რასაც მას არ ჰპატიობენ“

299
დიმიტრი ხუნდაძე

დღეს რომ საქართველო უკრაინის ბედს არ იზიარებს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რასაც მას არ ჰპატიობენ, – ამის შესახებ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს.

როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქიცირება არის სამშობლოს სიყვარულისთვის პოლიტიკური დევნა.

„აშშ-ის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, არის მისი პოლიტიკური დევნა სამშობლოს სიყვარულისთვის, ამ ფაქტით ზელენსკის ნაჩქარევი სიხარული კი – საქართველოს ომში ჩართვის სურვილის დასტური. დღეს რომ საქართველო უკრაინის ბედს არ იზიარებს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რასაც მას არ ჰპატიობენ. სწორედ ამიტომ ზღუდავენ, მაგრამ სამშობლოს ბედით ვაჭრობა მისთვის დამახასიათებელი არ არის და ვერც ეს გამოიღებს მათთვის სასურველ შედეგს! როგორც ჩანს „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლები კარგად არ იცნობენ ქართულ გენს და საქართველოს ისტორიას, რომელსაც წარსულში ბევრად რთული პერიოდები გაუვლია და მისი ასაკი სამიათას წელს ითვლის!“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ვოლოდიმირ ზელენსკი: „მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის“

მამუკა მდინარაძე: ზელენსკი მადლობას გადაუხდის, რა თქმა უნდა, თვითონ ომისთვის ნობელის პრემიაზე წარადგინეს მშვიდობის დარგში და ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის – ასანქცირებენ, ახლა უკვე ფორმალურადაც

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g