LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება თოვლიანი გზებისთვის განკუთვნილი ყველგანმავალი Nissan Armada Snow Patrol

53

იაპონური ავტომწარმოებელი Nissan გეგმავს Armada სპეციალური ვარიაციით წარმოადგინოს. Snow Patrol-ის დემონსტრირება ჩიკაგოს ავტოსალონის ფარგლებში, რამდენიმე კვირაში მოხდება. შეგახსენებთ, ზოგიერთ ქვეყანაში აღნიშნული მოდელი Nissan Patrol-ის სახელით იყიდება. Nissan-ის წარმომადგენლები ჩიკაგოს მოტორშოუზე რამდენიმე არასტანდარტული პროტოტიპის წარდგენას გეგმავენ, რომლებიც თოვლში გადაადგილებისთვის იქნება განკუთვნილი.

ახალი  Nissan Armada Snow Patrol „ჩვეულებრივი“ ვერსიისგან გაზრდილი კლირენსით, უნიკალური 20 დიუიმიანი დისკებითა და სერიოზული უგზოობისთვის განკუთვნილი საბურავებით განსხვავდება. გარდა ამისა, სიახლემ მყარი საბარგული და სახურავზე LED-ფარები მიიღო.

ყველგანმავალ Nissan Armada Snow Patrol-ს 5 400 კილოგრამის ჩაბმა შეუძლია. სავარძლებისთვის ნატურალური თეთრი ფერის ტყავის გადასაკრავი გამოიყენეს, ძარა კი ლურჯი აეროგაფიული ჩუქურთმებით არის გადაწყვეტილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები