ავსტრალიაშია, ტასმანიის შტატში ეძებენ ადამიანს, რომელიც ვომბატებს გაასეირნებს. ამის შესახებ BBC News წერს.
კუნძულის მთავრობამ ზამთრის თვეებში ტურისტების მოზიდვა გადაწყვიტა და ამისთვის უჩვეულო მეთოდი აირჩია. გამოქვეყნდა 10-მდე ვაკანსია, რომელიც სამსახურის მაძიებლებს ჩვეული სამუშაო რუტინის დატოვებასა და ტასმანიის ატმოსფეროს შეგრძნებაში დაეხმარება. არც ერთი სამსახური ანაზღაურებადი არ არის, თუმცა წარმატებულ კანდიდატებს „სამსახურებრივი მოვალეობის“ შესასრულებლად ყველა ხარჯს აუნაზღაურებენ, იქნება ეს ბილეთები, კვება თუ საცხოვრებელი.
უჩვეულო ვაკანსიათა შორისაა მოჩვენებებზე მონადირე. Tourism Tasmania-ს წარმომადგენელთა თქმით, ეს სამსახური მხოლოდ ერთ დღეზეა გათვლილი. სამუშაო ადგილი ავსტრალიის ერთ-ერთი უძველესი ფსიქიატრიულია და მსურველებს მისი შესწავლა უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობით შეეძლებათ. ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატები „ისტორიითა და საიდუმლოებებით“ უნდა იყვნენ გატაცებული.
ეძებენ ასევე რკინიგზის მემანქანეს, რომელიც ამ პოზიციაზე მხოლოდ ერთ დღეს გაატარებს და ნამდვილად დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დააგროვებს.
ვარსკვლავების მოყვარულებს კი შეუძლიათ ბედი ვარსკვლავთმრიცხველის პოზიციაზე მოსინჯონ, შეუერთდნენ ტასმანიის ასტრონომიულ საზოგადოებას და ერთი ღამე ვარსკვლავების დაკვირვებაში გაატარონ.