LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომან გოცირიძე: „საქართველო ლიდერია ევროპაში დეპუტატის ხელფასის პენსიის ოდენობასთან შედარებით – ქართველი რიგითი დეპუტატის ხელფასი დაახლოებით 30-ჯერ აღემატება პენსიონერის პენსიას“

144
რომან გოცირიძე

დეპუტატებმა ხელფასები ორნახევარჯერ გაიზარდეს. ეს ზრდა „ჩვეულებრივ” დეპუტატებს ეხება, თორემ „არაჩვეულებრივების“ ანაზღაურება კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, – ამის შესახებ ყოფილი დეპუტატი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განმარტებით, პარლამენტში ყოველ მეორე დეპუტატს „რაიმე სახის მოგონილი თანამდებობა აქვს“.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, ქართველი რიგითი დეპუტატის ხელფასი დაახლოებით 30-ჯერ აღემატება პენსიონერის პენსიას.

„პარლამენტში ყოველ მეორე დეპუტატს რაიმე სახის მოგონილი თანამდებობა აქვს. მაგალითად, 16 კომიტეტის თავმჯდომარეს 38 მოადგილე ჰყავს, აქედან თითო კომიტეტში ერთი ე. წ. მანქანიანი მოადგილეა. გარდა იმისა, რომ ხელფასი მეტი აქვთ, პერსონალური მანქანაც ემსახურებათ. გამოდის, რომ მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარეებს და მოადგილეებს, რომლებიც ყველა „ქართული ოცნების” წევრია, 32 პერსონალური ავტომობილი ემსახურება, რაც მძღოლის ხელფასთან, საწვავის, შეკეთებისა და დაზღვევის ხარჯებთან ერთად მილიონობით ფულს შთანთქავს ბიუჯეტიდან.

ასევე მაღალხელფასიანი და „მანქანიანი” თანამდებობებია უამრავი ვიცე-სპიკერის, ფრაქციის თავმჯდომარეების, დროებითი კომისიებისა თუ სხვათა პოსტები. მსოფლიოს პარლამენტარიზმში არ მოიძებნება მეორე ისეთი ქვეყანა, სადაც უმრავლესობის ფრაქციაში შემავალ ყოველ მეორე დეპუტატს პერსონალური ავტომობილი ემსახურებოდეს. პარლამენტში სულ 50 პერსონალური ავტომობილია. ამაში არ შედის აპარატის დეპარტამენტების უფროსების და სხვა პირების მანქანები. ზოგიერთი მათგანის ხელფასი 10 ათას ლარს აღწევს.

კიდევ ერთი უნიკალური შემთხვევა-საქართველო ლიდერია ევროპაში დეპუტატის ხელფასის პენსიის ოდენობასთან შედარებით. ქართველი რიგითი დეპუტატის ხელფასი დაახლოებით 30-ჯერ აღემატება პენსიონერის პენსიას.

პარაზიტები, უსაქმურები და წურბელები-ასე შეიძლება დახასიათდეს ეს კასტა“, – წერს გოცირიძე.

სტეფანე მღებრიშვილი: „ნერვები რომ გეშლებათ, პარლამენტარს 7000 ლარით ხელფასი გაეზარდაო, თქვენ ვერ მიხვდებით ვერასდროს, რომ მაგ თანხით, პარლამენტარის მეუღლე შანელში ნორმალურ ჩანთასაც ვერ იყიდის, ლორო პიანაზე საუბარიც ზედმეტია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g