LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდირა ჯგერნაია: „დღევანდელ რეალობას რომ ვუყურებ, არაფერი მიკვირს. მე ყველაფერი საკუთარ ტყავზე გამოვცადე. ვიცი, როგორია, როცა შენს სიმართლეს ვერ ამტკიცებ, როგორია, როცა უნდა გაჩუმდე და პირში წყალი ჩაიგუბო…“

346
ინდირა ჯგერნაია

ინდირა ჯგერნაია ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმაზე, თუ როგორ აისრულა 33 წლის ასაკში ყველა ოცნება:

„ძალიან ბევრი ვისწავლე. როცა ანდრიას რამე არ გამოუვა და თვალებზე ცრემლები მოადგება, ვეტყვი ხოლმე, ეგ რა არის, დედიკო, სამი წელი ვწვალობდი „ჯეოსტარზე“ გასასვლელად-მეთქი (იცინის). წარმოიდგინეთ, როგორია, ჯერ ფსიქოლოგიურად არ გატყდე ერთხელ, ორჯერ რომ ვერ მოხვდი, მესამედ როგორც იქნა, რომ გამოვიდა, მერე ცრემლებით რომ გნახეს და ყველა გეკითხება, რა გატირებდაო, დადექი და უხსენი ყველას. ამას ხომ უნდოდა გაძლება, თან, ისეთ პატარა ასაკში.

დღევანდელ რეალობას რომ ვუყურებ, არაფერი მიკვირს. მე ყველაფერი საკუთარ ტყავზე გამოვცადე. ვიცი, როგორია, როცა შენს სიმართლეს ვერ ამტკიცებ, როგორია, როცა უნდა გაჩუმდე და პირში წყალი ჩაიგუბო. ისეთი იმუნიტეტი გამომიმუშავდა, რომ დღეს ძალიან ბევრი შემიძლია, მაგრამ თავიდანვე ასეთი ხომ არ ვიყავი, ძალიან განვიცდიდი ყველაფერს. დღეს ყველაფერს ვაიგნორებ, მაგრამ ეს გამოცდილებამ მომიტანა. წლები გავატარე შეხლა-შემოხლაში და ახლა ვიცი, რომ ზედმეტად თავი არაფრის გამო არ უნდა შეიწუხო. საკუთარ ჯანმრთელობას უნდა მოუფრთხილდე. ცხოვრებამ მასწავლა ისიც, რომ არ უნდა ვიყო მეოცნებე. თუ რამე მინდა, ზუსტად ვიცი, რა უნდა გავაკეთო. ფსკერიდან ვიწყებ და კენწეროზე მოვიქცევ თავს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g